მერვე დღის შეფასება
ვისაუბრეთ ს. ს. მ, არაქართულენოვან, ნიჭიერ მოსწავლეებზე. რა რესურსები გამოვიყენეთ, როგორი განვითარების, აღქმის სტილი აქვს ადამიანებს. გადავხედეთ პორტფოლიოს. ამის შემდეგ ვისაუბრეთ მზა შაბლონზე. ვიყოთ მოსწავლეებთან ფასილიტატორის როლში, დავეხმაროთ მოსწავლეებს ამა თუ იმ დავალებების შესრულებაში.
ჩემი ფროექტი
მეშვიდე დღის შეფასება
ვიმუშავეთ თემაზე, როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის სწავლა. როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში.
მეექვსე დღის შეფასება
ვიყავით მოსწავლის როლში და შევქმენით ელექტრონული გაზეთი ამის შემდეგ გამოვიყენეთ დაფიქსირდი, დაწყვილდი, გაუზიარე აქტივობა და ვესაუბრეთ კოლეგებს საკუთარ პროექტზე. მოვუწონეთ პროექტი.
მეხუთე დღის შეფასება:
მეხუთე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედე გეგმას და შევიტანე ცვლილებები, რის შემდეგაც დავიწყე მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე. ასევე საუბარი გვქონდა საავტორო უფლებების წესების დაცვაზე.
მეოთხე დღის შეფასება:
მეოთხე დღეს ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მოხდა საბოლოო შეჯერება კითხვების. ასევე, განვიხილე შეფასების დროის ჩარჩო და გავწერე შეფასების მოკლე მონახაზი.